ხვალ სანაპირო ზოლში წვიმიანი დღე იქნება

20 ოქტ 2018

22 ოქტომბერს, შავი ზღვის სანაპირო კურორტებზე, ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების შედეგად პერიოდულად იწვიმებს, შესაძლებელია ლოკალურად ხანმოკლე პერიოდით ძლიერი წვიმა აღინიშნოს, თუმცა მნიშვნელოვნად არ აცივდება და დღისით ჰაერი +19, +21 გრადუსამდე გათბება.

23 ოქტომბერს გამოიდარებს და კვლავ დათბება.