მიტროპოლიტ დიმიტრის გამოსაჯანმრთლებლად წირვა ჩატარდება

20 ოქტ 2018

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ მეუფე დიმიტრის ხვალ საზღვარგარეთ  ოპერაციას გაუკეთებენ. ამასთან დაკავშირებით ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში მეუფე მიტროპოლიტ დიმიტრის გამოჯანმრთელებისთვის ეპარქიის სამღვდელოება ღამისთევით წირვას აღავლენს.

როგორც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული მეუფე დიმიტრი რიგით მეხუთე ოპერაციას იკეთებს.