სახურავების შეცვლის მუნიციპალური პროგრამა

20 ოქტ 2018

დაზიანებული სახურავების ახლით შეცვლისთვის  50 ათასი ლარი გამოიყო შუახევში.  სახურავის მოთხოვნით მერიაში 100-ზე მეტი განცხადება შევიდა.

შუახევის მერის მოადგილის ინფორმაციით, ძირითადი კრიტერიუმი სარეიტინგო ქულა იქნება, რომელიც 150 ათასამდე უნდა იყოს.