დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა გაზრდილია

19 ოქტ 2018

დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა. მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14%-ით განსხვავებულია. ვიზიტორთა 52% ქართველია, ხოლო 48% - უცხოელი.

აღსანიშნავია, რომ უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 27%-ით არის გაზრდილი. 9 თვის მონაცემებით ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიებია: პრომეთეს მღვიმე,მარტვილის კანიონი,ყაზბეგის ეროვნული პარკი, ოკაცეს კანიონი და თბილისის ეროვნული პარკი.