დაირღვა თუ არა კანონი? - შეფასებები

18 ოქტ 2018

„ხულოს თვითმმართველობაში კანონმდებლობა დაირღვა“ - ასე პირდაპირ და მკაფიოდ განაცხადა იურისტმა გიორგი ხიმშიაშვილმა. საია-ს ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ მთავარი დარღვევა დანიშვნა იყო - სულერთია ვინ დაინიშნებოდა ამ პოსტზე.

ფაქტს მომავალი კვირის ბოლოს სავარაუდოდ უწყებათაშორისი კომისია განიხილავს - სწორედ იუსტიციის სამინისტროსთან არსებულ კომისიას ევალება წინასაარჩევნოდ თვითმმართველობებში დაფიქსირებული სავარაუდო დარღვევების განხილვა.