ქედის გუნდმა „ქედამ“ მოყვარულთა ლიგაში რეგიონის პირველობა მოიპოვა

14 ოქტ 2018

ქედის სამოყვარულო საფეხბურთო გუნდმა „ქედამ“ მოყვარულთა ლიგაში რეგიონის პირველობა მოიპოვა. გუნდს 14 თამაშიდან 14 გამარჯვება  აქვს. არჩილ ფარტენაძის სახელობის სტადიონზე ქედის გუნდი შუახევს შეხვდა და გამარჯვება მოიპოვა, რის შემდეგაც დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.  გუნდს ქედის მერია აფინანსებს.