ჯოხით გამაგრებული ჩამონგრეული ავტობუსის მოსაცდელი

13 ოქტ 2018

სოფელ ხუცუბანში ახლადაშენებული მოსაცდელი ჩამოინგრა და ის ხის ძელით გაამაგრეს. ადგილობრივების ინფორმაციით,  ობიექტს  მუშაობის  პროცესში ტრაქტორი დაეჯახა.  ქობულეთის მერიაში გვითხრეს , რომ  ავტობუსის მოსაცდელი კერძო კომპანიამ  ააშენა და მერიას ახალი ნაგებობა არ ჩაუბარებია.

ძველი მოსაცდელი მახუნცეთში ხეების გადატანის გამო დაინგრა, რის შემდეგაც   ხეების გადატანის პროცესში ჩართულმა კომპანიამ ახალი ობიექტი ააგო.