მინდვრის ჰოკეიში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა

13 ოქტ 2018

მინდვრის ჰოკეიში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა.  შეჯიბრება 2003 წელს დაბადებულ გოგონათა და ვაჟთა შორის გაიმართა.  პირველი ადგილის მფლობელები აბაშელი სპორტსმენები გახდნენ.

აჭარის გოგონათა ნაკრები, რომელიც ბათუმის მე-9 სკოლის მოსწავლეებითა დაკომპლექტებული მეორე ადგილზე გავიდა. რეგიონის ვაჟთა ნაკრები  კი მესამე ადგილზე გავიდა.ჩემპიონატში ქუთაისისა და ჩოხატაურის  გუნდებიც მონაწილეობდნენ.  მინდვრის ჰოკეი ოლიმპიურ სახეობათა შორისაა.