„ევროპის დღე“ გალა კონცერტით დასრულდა

13 ოქტ 2018

ევროპის დღეები გალა კონცერტით დასრულდა. საოცრებათა მოედანზე მსმენელის წინაშე გერმანიაში მოღვაწე მომღერალი  ნათია თოდუა ბენდ ,,ვაკის პარკთან“ ერთად 2 საათიანი პროგრამით წარსდგა. ღონისძიების სტუმრებს, ევროკავშირის ელჩმა მიმართა.

კარლ ჰარცელმა „ევროპის დღის“ ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და ბენდთან ერთად ინსტრუმენტზე დაუკრა.