85 წლის ასაკში საოპერო მომღერალი მონსერატ კაბალიე გარდაიცვალა

05 ოქტ 2018

85 წლის ასაკში საოპერო მომღერალი მონსერატ კაბალიე გარდაიცვალა. ბოლო პერიოდში, მომღერალი საავადმყოფოში მკურნალობდა. 

მას ნაღვლის ბუშტის ქრონიკული დაავადება ჰქონდა. არსებული ინფორმაციით, მონსერატ კაბალიეს 8 ოქტომბერს დაკრძალავენ. მისი საოპერო კარიერა რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. მომღერალი ასევე ცნობილია ერთობლივი ალბომით ჯგუფ Queen​-ის ვოკალისტ ფრედი მერკურთან ერთად.