პრეზიდენტი მის ოჯახზე ზეწოლის მცდელობაზე საუბრობს-შეფასებები

24 ივლ 2016

გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტთან შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. ამასთან პრემიერ-მინისტრმა გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ, დეტალების  დროულად გარკვევა  შსს მინისტრს დაავალა.  გიორგი მარგველაშვილმა დღეს საკუთარი ოჯახის წევრის ზეწოლაზე ისაუბრა. ქვეყნის პირველი პირის  განცხადება ხელისუფლების და ოპოზიციის წევრებმა შეაფასეს.