ანიმაციური ფილმების ფესტივალი დაიწყო

01 ოქტ 2018

აჭარა ანიმაციური ფილმების მეათე საერთაშორისო ფესტივალს „თოფუზს“ მასპინძლობს. საკონკურსო და საინფორმაციო ჩვენებები  ბათუმსა და მაღალმთიან აჭარაში მიმდინარეობს.

დღეს ანიმაციური ფილმები შუახევში აჩვენეს. საერთაშორისო ჟიურიმ 6 დღის შემდეგ საუკეთესოები, შესაბამისი კატეგორიების მიხედვით 200 ფილმიდან უნდა შეარჩიოს. ფესტივალში 40-მდე ქვეყანა მონაწილეობს.