სასულიერო აკადემიის იუბილე - კონფერენცია საპატრიარქოში

01 ოქტ 2018

საპატრიარქოში თბილისის სასულიერო აკადემიის  იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია  გაიმართა.   30 წლის წინათ, აკადემიას პატრიარქის ინიციატივით ჩაეყარა საფუძველი. 

„განათლება და მეცნიერება უნდა იყოს ჩვენი ერის არა მხოლოდ სოციალური, არამედ ეკონომიკური ცხოვრების წარმმართველი ძალა“- განაცხადა პრემიერ მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.