პროფესიულ პროგრამებზე განაცხადების მიღება იწყება

01 ოქტ 2018

ხვალიდან იწყება პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია  რომელიც  19 ოქტომბრის  ჩათვლით  გაგრძელდება.  მსურველებს  საქართველოს ყველა რეგიონში, შესაძლებლობა აქვთ სახელმწიფოს  სრული დაფინანსებით დაეუფლონ სასურველ პროფესიას-  ტურიზმის,  მშენებლობის, ინჟინერიის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ხელოვნების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.

რეგისტრაციისთვის საჭიროა პირადობის მოწმობა და უნდა მიმართოთ  საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ  დაწესებულებებს.