საერთაშორისი ტრადიციული ტურნირი კალათბურთში დასრულდა

29 სექ 2018

საერთაშორისი ტრადიციული ტურნირი  კალათბურთში დასრულდა.  შეჯიბრება 16 წლამდე ასაკის  სპორტსმენებისთვის ყოველწლიურად ტარდება.

დასკვნით შეხვედრაში ერთმანეთს თბილისისა და ბათუმის გუნდები შეხვდნენ. ფინალური მატჩი თბილისის სასარგებლოდ 89-ით 80 დასრულდა.  ტურნირში მონაწილეობდნენ გუნდები როგორც საქართველოს რეგიონებიდან,   ასევე  ბაქოსა და ტრაპზონის გუნდები.