ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დღეები ხულოში აღნიშნეს

29 სექ 2018

 ხულოში ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დღეები  გაიმართა.  მოეწყო ევროკავშირის დაფინანსებული პროგრამების საინფორმაციო კუთხე, სპორტული აქტივობები, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები შშმ პირების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების და ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრო და სიტყვით გამოსვლისას რეგიონის მომავალი განვითარებისთვის ევროპული ღირებულებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.