„ჩარლი“ ასეული ნატოს რეაგირების ძალებს შეუერთდა

28 სექ 2018

მე-12 ბატალიონის „ჩარლი“ ასეული ნატოს რეაგირების ძალებს შეუერთდა. ქართულ ქვედანაყოფს ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის   სერტიფიკატი მიენიჭა და 2019 წლის 1 იანვრიდან ნატოს რეაგირების ძალების   შემადგენლობაში   „ალფა“ ასეულს ჩაანაცვლებს.

მე-12 ბატალიონის „ჩარლი“ ასეული სერტიფიცირების პროგრამაში  2014 წლიდან ჩაერთო.   ასეულის შეფასების პროცესში ქართველებთან ერთად ნატოს სახმელეთო ჯარების შტაბისა და პარტნიორი ქვეყნების შემფასებლები   მონაწილეობდნენ.