ლადო ასათიანის პოეზიის საღამო

28 სექ 2018

ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში ლადო ასათიანის პოეზიის საღამო გაიმართა -,, და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე ,, . 

ღონისძიებაზე პოეტის ლექსები წაიკითხეს და მის შემოქმედებაზე ისაუბრეს. საღამოს ლადო ასათიანის შვილიშვილი ეკა ჯანიკაშვილი და გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ალეკო კალანდარიშვილი დაესწრნენ, რომელიც ღონისძიების ერთ-ერთი ავტორი იყო.