27 სექ 2018
ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე 61 ნომერში მრავალსართულიან ბინებში ახალი ლიფტები დამონტაჟდა. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფორმაციით, განახლება საბინაო ამხანაგობების პროგრამის ფარგლებში ხდება. სამუშაოებისთვის 155 ათასი ლარი დაიხარჯა.