''დრო ვერ განკურნავს ოკუპაციას'' - აქცია ენგურის ხიდთან

26 სექ 2018

სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აფხაზეთიდან დევნილი 300 ათასი ქართველი კი, უსახლკაროდ დარჩა.

''რუსეთი ოკუპანტია'', ''ამ ომში ორი მხარეა: რუსეთი და საქართველო'', ''დრო ვერ განკურნავს ოკუპაციას'', ''არც შენ გაჩერდე - აფხაზეთი საქართველოა'' - მოქალაქეები ამ ტრანსპარანტებით ენგურის ხიდისკენ მიემართებიან. 

ისინი ოკუპაციას დღეს ამ ფორმით აპროტესტებენ.

#ძალა_ერთობაშია #დეოკუპაციის_დროა...

ენგურის ხიდთან საპროტესტო აქცია 15:00 დაიწყება.

თბილისიდან ენგურის ხიდამდე ფეხით ჩავიდა სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.  ​ცამეტდღიანი საპროტესტო მსვლელობა ენგურის ხიდთან სრულდება. 

გიგამ სტარტი 14 სექტემბერს აიღო, 368 კილომეტრი გაიარა, რისთვისაც 312 საათი დასჭირდა.