საქართველოს ელექტრონული სიგნალების გადამცემი ხელსაწყო გადაეცა

26 სექ 2018

შავ ზღვაზე თევზჭერის ელექტრონული მონიტორინგის სისტემის პარამეტრების  დასადგენად საქართველოს ორი ერთეული ელექტრონული სიგნალების გადამცემი ხელსაწყო ე.წ. "ტრანსპონდერი" უსასყიდლოდ გადაეცა. 

ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალურმა კომისიამ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტორებს, გემებზე დასამონტაჟებელი მოწყობილობების ტექნიკური პარამეტრები გააცნეს.   ე.წ. "ტრანსპონდერები” ორ გემზე დამონტაჟდა და ტესტურ რეჟიმში გაეშვა.