აქციაზე დაკავებულ ორ პირს შსს ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება

26 სექ 2018

ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის წინ დაკავებულ ორ პირს .

უწყებაში აცხადებენ, რომ  ერთ-ერთმა პირმა დაკავებისას დააზიანა საპატრულო პოლიციის ავტომობილის საქარე მინა.

შეგახსენებთ ისინი გუშინ, პარლამენტთან, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე დააკავეს.