თურქეთში ავარიის დროს დაშავებულები დღეს  სამშობლოში დაბრუნდებიან

23 სექ 2018

თურქეთში ავარიის დროს დაშავებულ  მოქალაქეებს დღეს საქართველოში გადმოიყვანენ. ტრაპიზონში საქართველოს საკონსულოს ინფორმაციით, ორი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ავტოსაგზაო შემთხვევა სარფი-ქემალფაშას გზაზე გუშინ მოხდა. დაშავებულ საქართველოს მოქალაქეებს პირველადი დახმარება თურქეთის საავადმყოფოებში გაუწიეს.

ავარიის დროს 11 ადამიანი დაშავდა.