თურქეთში, საავადმყოფოში, ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული 2 ადამიანი რჩება

22 სექ 2018

სარფი - ქემალფაშას გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქეებიდან თურქეთის საავადმყოფოში მხოლოდ ორი რჩება.

ავტოსაგზაო შემთხვევისას 11 ადამიანი დაშავდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დაშავებულებს პირველადი დახმარება თურქეთის საავადმყოფოებში გაეწიათ.