43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა დაახლოებით ერთ საათში ''Black Sea Arena'' -ზე საზეიმოდ გაიხსნება

22 სექ 2018

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა დაახლოებით ერთ საათში „ბლექსი არენაზე“ საზეიმოდ გაიხსნება. სპეციალურად დღევანდელი საღამოსთვის მუსიკა ნიკოლოზ რაჭველმა და დიჯეი „კორძიმ“ შექმნეს, ცერემონიალზე სპეციალურ პროგრამას წარადგენს საბალეტო დასი და ანსამბლი “სუხიშვილები“.

მასშტაბური შოუს მომზადებაში ათას 330 ადამიანია ჩართული.