ინფრასტრუქტურული პროექტი

22 ივლ 2016

გზების დაბეტონების სამუშაოები  მიმდინარეობს ხელვაჩაურში. ინფრასტრუქტურა უკვე მოწესრიგდა სოფელ შუშანეთში, პროცესი მუნიციპალიტეტის  64-ივე    სოფელში გაგრძელდება.  ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შიდა გზების კეთილმოწყობა  „სოფლის მხარდაჭარის პროგრამით” მიმდინარე წლის 20 ოქტომრამდე უნდა დაასრულოს. პროექტის ღირებულება 1 მილიონ 401 ათას 335 ლარია.