შეხვედრა დახურულ კარს მიღმა

22 ივლ 2016

იპოთეკური დავალიანების მქონე რამდენიმე ოჯახი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დახურულ კარს მიღმა შეხვდა.  აუდიენციის შემდეგ  მათ განაცხადეს, რომ ზურაბ პატარაძეს პრობლემის გადასაჭრელად  დახმარება სთხოვეს და კონკრეტული  გზებიც შესთავაზეს.  განმეორებითი შეხვედრა სავარუდოდ  2 კვირის შემდეგ შედგება. იპოთეკით დაზარალებულები  გრძელვადიანი,  დაბალპროცენტიანი სესხების მისაღებად ბანკთან შუამდგომლობას ითხოვენ.