ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება

21 სექ 2018

ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ფარგლებში არასაკონკურსო ფილმების ჩვენება გრძელდება.

გუშინ დიდოსტატთა კოლექციის სექციაში რუსი სცენარისტის  და რეჟისორის კირილ სერებრენნიკოვის ფილმი ,,ზაფხული” აჩვენეს, ფილმში 1980-იანი წლების პოლიტიკური რეპრესიაა აღწერილი, რომელსაც  როკ მოძრაობა ფანტავს.