სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

16 სექ 2018

სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. რეგიონში წელს 56 ათასი მოსწავლეა. მათ შორის 5 ათასი პირველკლასელი. რამდენიმე სკოლაში მოსწავლეებს განახლებული ინფრასტრუქტურა დახვდა. სწორედ სარემონტო სამუშაოების გამო   ზოგიერთ  სკოლაში სასწავლო პროცესი არ განახლდა.

ასეთი სკოლის  მოსწავლეები მეორე ცვლაში, ალტერნატიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში  ისწავლიან.