ბათუმის მერი ზოოკუთხის გადატანის საკითხზე

15 სექ 2018

ბათუმის ზოოკუთხის ჩაქვში გადატანის პროცესი  აქტიურ ფაზაშია. ქალაქის მერის ინფორმაციით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს  მოსახლეობასთანაც, რომელთა სარგებლობაშიცაა  მუნიციპალური მიწები.

ახალი ზოოპარკის მშენებლობისათვის ჩაქვში ბოტანიკური ბაღთან დაახლოებით 175 ათას კვადრატული მეტრი ტერიტორია შეირჩა. რა თანხა დაიხარჯება ბიუჯეტიდან ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის.