სოციალური აქცია

14 სექ 2018

ყოფილი პატიმრების შვილებს  სასკოლო ნივთები გადაეცათ. აქცია სოციალურად დაუცველი ყოფილი პატიმრების შვილებისთვის „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში გაიმართა. დღესვე 21-ვე ბავშვი ბათუმის თოჯინების თეატრში სპექტაკლის პრემიერას დაესწრება.

ღონისძიება  დემოკრატიის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა. პროექტს  ევროკავშირი  აფინანსებს.