პოლიციელებს ახალი ფორმა გადაეცა

21 ივლ 2016

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებს ახალი დიზაინით შექმნილი ფორმა და აღჭურვილობა გადაეცათ. შს მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბესიკ ამირანაშვილმა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებს ახალი დიზაინით შექმნილი ფორმის ტანსაცმელი პირადად გადასცა და წარმატებები უსურვა.