როდის განთავსდება სუვენირებით მოვაჭრეთა ახალი ჯიხურები ბათუმში?

20 ივლ 2016

მერიაში პასუხი ვერ მივიღეთ გოგებაშვილის ქუჩაზე სუვენირების ჯიხურებთან დაკავშირებით. მოვაჭრეები კი  ამ დრომდე ელოდებიან პირობის შესრულებას. მათ რამდენიმე თვის წინ დაჰპირდნენ, რომ ჯიხურების ახალ დიზაინზე ერთობლივად იმსჯელებდნენ. საკითხზე  არც საკრებულოს წევრებმა ისურვეს განცხადების გაკეთება.