ენმ-ს ბრალდება საუბნო კომისიების დაკომპლექტებაზე

02 სექ 2018

ქობულეთის 81-ე საოლქო საარჩევნო კომისია პარტიული ნიშნით დააკომპლექტეს - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბონდო თედორაძე აცხადებს. ბრალდებას აბსურდულს უწოდებს საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი გელა ხახნელიძე.

''ქართულ ოცნებაში'' კი აცხადებენ, რომ კონკურსი გრძელდება და ოპოზიციის ნაადრევი ბრალდებები უსაფუძვლოა.