აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი გაიხსნა

02 სექ 2018

დღიდან აჭარაში კიდევ ერთი ფესტივალი დაიწყო. გადამფრენ ფრინველებს უცხოელი სპეციალისტები დააკვირდებიან,რომლებიც რეგიონში  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ.

დღის პირველ ნახევარში დაგეგმილია გასართობ-შემეცნებითი ექსკურსიები და ფრინველებზე დაკვირვება, საღამოობით კი სპეციალისტები ლექციებსა და პრეზენტაციებს ჩაატარებენ. გასვლით ტურებში მონაწილეობა და ლექციებზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ფესტივალი  8 სექტემბერს დასრულდება.