ქვიშის ხელბურთში მეხუთე ეროვნული ჩემპიონატი დასრულდა

01 სექ 2018

ბათუმში ქვიშის ხელბურთში მეხუთე  ეროვნული ჩემპიონატი დასრულდა.  ,,ბათუმის თასი 2018’’  ორ დღეს გრძელდებოდა და მასში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ვაჟთა  ექვსი და  ქალთა ოთხი გუნდი ასპარეზობდა.

ფინალური შეხვედრა, ქალთაშორის -  ყვარლის, ხოლო ვაჟთა შორის - ქუთაისის გუნდების გამარჯვებით დასრულდა. გამოვლინდა ორი საუკეთესო ხელბურთელი.  გამარჯვებულ გუნდებს  კი  ხელბურთის ეროვნულმა  ფედერაციამ   და პლაჟის ხელბურთის კომიტეტმა   თასები  და სიგელები  გადასცა.