ქობულეთში სარკინიგზო გადასასვლელების მოწესრიგებას ითხოვენ

01 სექ 2018

მოსახლეობა ქობულეთში, თავისუფლების ქუჩაზე რკინიგზის გადასასვლელის მოწესრიგებას ითხოვს. სამანქანე გადასასვლელი დაზიანებულია, რელსებთან გამოსაცვლელია ასფალტის საფარიც. გადასასვლელზე, ყოველდღიურად უამრავი ავტომობილი მოძრაობს. მძღოლები ამბობენ , რომ ამ მონაკვეთზე გადაადგილება თითქმის შეუძლებელია,ზიანდება მანქანები და იქმნება საცობი.

რკინიგზაზე გადასასვლელი მოწესრიგებას საჭიროებს კვირიკეს მონაკვეთშიც. საქართველოს რკინიგზაში პრობლემის არსებობას უარყოფენ, თუმცა ამბობენ , რომ გადასასვლელების მაღალი სტანდარტის შესაბამისად ეტაპობრივად მოწყობა  იგეგმება.