უფასო სამედიცინო გამოკვლევები დევნილებისთვის

31 აგვ 2018

ბათუმში, დევნილებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები მიმდინარეობს. პაციენტებს 17-მდე მიმართულების სამედიცინო  მომსახურება გაეწევათ. ტარდება ც ჰეპატიტის სკრინინგიც.

ექიმების დანიშნულების  შესაბამისად  გაიცემა უფასო მედიკამენტები. პროექტს აფხაზეთის   ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს.