„მოგზაურობა დროში“- ძველი ბათუმის ქუჩებში გაცოცხლებული ისტორია

31 აგვ 2018

სახალხო ზეიმი ბათუმში. დილიდან ქალაქის ქუჩებში სადღესასწაულო განწყობაა. „ბათუმობა 2018“-ის მთავარი ლოკაცია მაზნიაშვილისა და გამსახურდიას ქუჩები და მიმდებარე ტერიტორიაა.

მოწყობილია თემატური კუთხეები, გაცოცხლდა ისტორიული ფოტოები და გათამაშდება  საუკუნის წინ მომხდარი სცენები. დაგეგმილია გასართობი შოუები და საცირკო წარმოდგენები.