აი-დი-ეფ- აი: შსს გასულ წლებში სტატისტიკას მალავდა

29 აგვ 2018

დანაშაულის მომატებული ფაქტები და საქმეების გახსნის შემცირებული რაოდენობა - IDFI სტატისტიკას აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაცია მიესალმება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანაშაულის სტატისტიკის ინტენსიური გამოქვეყნების ტრადიციას, თუმცა იმავდროულად ეჭვქვეშ აყენებს გასული წლების მონაცემებს. რამ გამოიწვია სტატისტიკის ზრდა? – „მკვეთრად გაუარესებული კრიმინოგენური მდგომაროება თუ წინა წლებში დამალული სტატისტიკის შედეგი?“ -  სწორედ ეს არის კვლევის სათაური.

ფიქრობენ რომ შესაძლოა შინაგან საქმეთა სამინისტრო წინა წლებში რეალურ მონაცემებს მალავდა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მოუწოდებს სამინისტროს შეისწავლოს მონაცემები, სადაც შესაძლოა გამოიკვეთოს ფალსიფიკაციის ფაქტები.