მზადება „ბათუმობის“ დღესასწაულისთვის

29 აგვ 2018

ქალაქისთვის მნიშვნელოვანი დღესასწაული - ბათუმობა ორ დღეში, შაბათს გაიმართება. ღონისძიებები ძველ  ბათუმში  2 საათზე დაიწყება.

წელს წარმოდგენილი იქნება მე 19 საუკუნის კოსტიუმირებული ჩვენება, რაც წინა წლებისგან განსხვავებული სანახაობა იქნება. დღესასწაულისთვის მზადება რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ბათუმობის ბიუჯეტი 300 ათასი ლარია.