კომახიძის ქუჩის კეთილმოწყობა 

25 აგვ 2018

ბათუმის  ინფრასტრუქტურის   რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში  კომახიძის ქუჩაზე   კეთილმოწყობის სამუშაოები  მიმდინარეობს.  სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციის  გარდა   სამანქანე  გზაზე ასფალტს, საფეხმავლო ბილიკზე კი ფილებს აგებენ.

სამუშაოებს შ.პ.ს. ’ზიმო-7’  ასრულებს.   პროცესს  ქალაქის მერი გაეცნო.   პროექტის თანახმად, რომლის  ღირებულებაც 3 მილიონ 894 ათას 999 ლარია, რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა სევასტოპოლის ქუჩას.