25 აგვ 2018
დღეს ბათუმში ღამის სერენადები იწყება. საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მსოფლიო კლასის შედევრები შესრულდება. საღამოზე ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით, კამერული ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ დაუკრავს.
ფესტივალს “შერატონ ბათუმის” საკონცერტო დარბაზი უმასპინძლებს. „ღამის სერენადები“-ს დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ლიანა ისაკაძეა.