ბათუმი - კიდევ ერთი ფესტივალის მასპინძელი

24 აგვ 2018

“აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავი” დღეს  ფესტივალი ბათუმში   გაიხსნება. მანამ კი ორგანიზატორებმა მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენცია გამართეს.    ქართველ მომღერლებთან ერთად,  სხვა 14 ქვეყნის ცნობილი მომღერალი კონცერტზე მსოფლიო ჰიტებს შეასრულებს.

27-აგვისტოს კონკურსანტები საკუთარი ქვეყნის პოპულარულ სიმღერებს შეასრულებენ,  დასკვნით ეტაპზე კი ხელოვანები ქართულ ენაზე ამღერდებიან. გამარჯვებულს სპეციალური ჟიური შეარჩევს. ფესტივალი “აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავი” საქართველოში პირველად ტარდება.