ამერიკელმა მეზღვაურებმა ბათუმში ხეები დარგეს  

23 აგვ 2018

ამერიკელმა მეზღვაურებმა ბათუმში, ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხეები დარგეს.

გამწვანების აქციაში ქართველი მეზღვაურებიც მონაწილეობდნენ.

ამერიკელი სამხედროები ხომალდ „იუ ეს ეს კარნის,“ ეკიპაჟის წევრები არიან.

გემი ბათუმის პორტში იტალიურ საწვრთნელ გემთან ერთად გუშინ შემოვიდა. ვიზიტისას დაგეგმილია ერთობლივ წვრთნები.