მოსახლეობა კორპუსის გადახურვას ითხოვს

22 აგვ 2018

 მახინჯაურში, თამარ მეფის 9 ნომერში მცხოვრებლები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. მოქალაქეების ინფორმაციით ერთ წელზე მეტია  კორპუსს სახურავი დაუზიანდა და ბინებში წყალი ჩადის.

კორპუსში 18 ოჯახი ცხოვრებს. დასახლებიდან  მერიას უკვე მიმართეს.  თვითმმართელობამ  2 თვის წინ სახურავის სარემონტოდ ხის ძელები მიიღო, თუმცა სახლი არ გადაუხურავთ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას მოქალაქეებისთვის დაპირების შესრულებას მოითხოვს. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში გვითხრეს, რომ  ობიექტზე სამუშაოები ორ დღეში დაიწყება.