ხელნაკეთი ნივთების გამოფენა

22 აგვ 2018

ბათუმში აჭარაში  მცხოვრები  ოსტატების მიერ შექმნილი  ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს. ხელოვანებმა ნიმუშები  აჭარაში არსებული  მუზეუმების კოლექციებიდან აიღეს.

ღონისძიება პროექტის ''აჭარაში  მცხოვრები ტრადიციული  რეწვის ოსტატების  პროდუქციის განვითარება'' ფარგლებში ტარდება და  პირველ სექტემბრამდე გაგრძელდება. მხარდამჭერი კი  აჭარის განათლების სამინისტროა.