''მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის'' პროგრამა

22 აგვ 2018

ბათუმში სახელმწიფო საგრანტო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის პრეზენტაცია მიმდინარეობს. მას ''აწარმოე საქართველოს'' პროგრამით მოსარგებლე და პოტენციური მეწარმეები ესწრებიან.

გასულ წლებთან შედარებით წელს სიახლეებია: თუ სახელმწიფო ბიზნეს იდეას 15 ათას ლარამდე აფინანსებდა წელს 20 ათას ლარამდეა გაზრდილი და ბიზნესის წამოწყება  ერთ პირსაც შეუძლია. მათ ვინც უკვე ისარგებლა პროგრამით 50 % თანადაფინანსება თავად მოუწევს. ონლაინ რეგისტრაცია 20 აგვისტოს დაიწყო და 2 სექტემბრამდე გაგრძელდება.

დაინტერესებულ პირს დაფინანსების მიღებამდე  რამდენიმე ეტაპის გავლა სჭირდებათ.  მათ შორის აპლიკაციის შევსება, ბიზნეს გეგმის კონკურსი და ტრენინგი ზოგადმეწარმეობაში.