სანაპირო ინფრასტრუქტურის გარეშე

19 ივლ 2016

ბათუმის პლაჟი მხოლოდ ბულვარის სანაპირო ზოლს არ მოიცავს, იწყება სარფიდან და გრძელდება ციხისძირამდე, თუმცა საპლაჟო ინფრასტრუქტურა მეტნაკლებად ბულვარის ტერიტორიაზეა განვითარებული. რეგიონისთვის მომგებიანი და ტურისტებისთვის ყველაზე მომხიბვლელი ადგილი, სადაც ზღვა და მთა ერთ ზონაშია, ტურისტულ სეზონს მოუწესრიგებელი შეხვდა, რის გამოც, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ტურისტები ნაკლებად სტუმრობენ.