შავი ზღვის უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ერთი წლით აეკრძალა

20 აგვ 2018

ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა. ამის შესახებ ინფორმაცია სასწავლებელმა გაავრცელა.   „საბჭომ მიიღო სრულიად ალოგიკური და ექსპერტების დასკვნასთან შეუსაბამო გადაწყვეტილება -  ნათვქამია განცხადებაში.

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის თამარ სანიკიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სასწავლებელს სტუდენტების მიღება 1 წლით შეუჩერდა, ახალგაზრდებს  არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ.იმ აბიტურიენტებს კი რომლებიც წელს აბარებდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სანიკიძის თქმით,  მობილობის პრინციპით სხვა ავტორიზებულ სასწავლებლებში გადანაწილდებიან.